ჩვენ შესახებ

Belo & Company “ - ის ისტორია 2006 წლიდან იწყება, იმ დროს როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ უცხო იყო თანამედროვე სტანდარტების სპეც-ტექნიკა. შესყიდული პირველი ექსკავატორი ქართული ბაზრისთვის წარმატებული სიახლე და ამავდროულად კომპანიის ფორმირების დასაბამი აღმოჩნდა.

ბელო და კომპანია დღეს:

დღეს უკვე 2019 წელია და ბელო და კომპანია სპეც-ტექნიკის გაქირავებისა და მიწის სამუშაოების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა -რომელიც მომხმარებლებს უზრუნველვყოფს საჭირო აღჭურვულობით, სერვისითა და ტექნიკური გადაწყვეტილებებით - ოპტიმალური შედეგებისმისაღწევად - უსაფრთხოდ და ეფექტურად.

13 წლის განმავლობაში , ჩვენ მომსახურება გავუწიეთ 2500-ზე მეტ კომპანიას და შესრულებული გვაქვს 10 000-ზე მეტი პროექტი. მონაწილეობა მივიღეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანაში, ასევე ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში და სხვა მრავალ ფართომასშტაბიან პროექტებში

რას ვთავაზობთ:

ბელო და კომპანიის ფორმირება მოვახდინეთ შემდეგი დევიზით „ყველაფერი ერთ სივრცეში“. ჩვენთან მომხმარებელს აქვს მრავალფეროვანი სპეც-ტექნიკის არჩევის შესაძლებლობა სხვადასხვა სამუშაო აღჭურვილობით სხვადასხვა წონით კატეგორიებში, ერთეულების რაოდენობა ავტოპარკზე უკვე 90-ს აღემატება, რომელიც მუდმივ განახლებასა და ზრდას განიცდის. კომპანიას გააჩნია კეთილმოწყობილი ბაზა, სადაც ფუნქციონირებს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ტექმომსახურების სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ოპერირებას. ამავდროულად , კლიენტებს ვთავაზობთ გადაზიდვის სერვისსა და სათადარიგო ნაწილების მაღაზიას.

რატომ ბელომ და კომპანია ?!

· ახალი და გამართული სპეც-ტექნიკა

· ყველა სახის მაღალი ხარისხის სერვისი ერთ სივრცეში , იქნება ეს (გაქირავება, გადაზიდვა, შეკეთება თუ ნაწილი)

· გამოცდილი ოპერატორები

· სამუშაოები სრულდება უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით

· მისაღები ფასები

· მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება

· შედეგზე ორიენტირებული მომსახურება

ჩვენ გვჯერა:

ჩვენ, ბიზნესს ჩვენივე ღირებულებებზე დაყრდნობით ვაკეთებთ და სწორედ ეს ხდის „ბელო და კომპანიას“ გამორჩეულს. ჩვენი გუნდის წევრები მაღალი პროფესიონალიზმითა და მოტივაციით გამოირჩევიან. როგორც კომპანიას ჩვენ გვჯერა პროგრესის, განახლების და მუდმივი განვითარების.

ჩვენი ხედვა:

პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი გთავაზობთ ყველასგან გამორჩეულ მომსახურებას იმისთვის, რომ ყოველთვის ვიყოთ თქვენი პირველი არჩევანი.

 

                                                                                    „კონცეპტიდან ქმნილებამდე თქვენ გვერდით“

  • Facebook
  • YouTube
  • Instagram

© 2019. ყველა უფლება დაცულია